გლდანი არის უბანი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში.
გლდანის მასივი სოფელ გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა 1960-იან წლებში, როდესაც ქალაქ თბილისის ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება მიმდინარეობდა. ამ პერიოდში გლდანის ტერიტორაზე აშენდა საცხოვრებელი კვარტლები. გლდანის დასახლების მშენებლობისათვის თავდაპირველად გამოყოფილი იყო 750 ჰექტარი ფართობი. პროექტის ავტორია არქიტექტორი თემურ ბოჭორიშვილი.
გლდანის ლუწი მიკრორაიონები:
საზღვარი იწყება ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩების შეერთების ადგილიდან მოემართება სამხრეთ–დასავლეთური მიმართულებით 230 მეტრ მანძილზე საიდანაც საზღვარი უხვევს ჩრდილო–დასავლეთური მიმართულებით შეშელიძის ქუჩისა და ქერჩის ქუჩებს შორის დამაკავშირებელ გზის გასწვრივ იპოლიტოვ ივანოვის კვეთამდე, საიდანაც საზღვარი მიუყვება იპოლიტოვ–ივანოვის ქუჩას 80 მეტრ მანძილზე, საიდანაც უკვე ჩრდილოეთური მიმართულებით საზღვარი ვრცელდება 430 მეტრ მანძილზე, შემდეგ მკვეთრად უხვევს დასავლეთით 140 მეტრ მანძილზე და ჩრდილო დასავლეთური მიმართულებით გაუყვება განაშენიანების საზღვარს კაჭარავას შესახვევის გავლით კაჭარავას პირველ შესახვევამდე, საიდანაც საზრვარი გაუყვება კაჭარავას პირველ შესახვევს კაჭარავას ჩიხამდე, საიდანაც საზღვარი გაუყვება ოროგრაფიულ ფერდობს ჯანჯღავას ქუჩის დასაწყისამდე, შემდეგ საზღვარი გასდევს ჯაჯღავას ქუჩას 270 მეტრ მანძილზე საიდანაც ოროგრაფიული ფერდობის ძირის გაყოლებით 260 მეტრ მანძილზე ვრცელდება კობერიძის ქუჩამდე, შემდეგ გაუყვება კობერიძის ქუჩას ჯანჯღავას მესამე შესახვევამდე საიდანაც საზღვარი გადადის გლდანულას ქუჩაზე და მის გაყოლებით ვრცელდება მდ. გლდანულას კალაპოტამდე. სემდეგ საზრვარი გასდევს მდ. გლდანულას ჩრდილო–აღმოსავლეთური მიმარტულებით 300 მეტრ მანძილზე და უხვევს სწორხაზოვნად თიანეთის გზატკეცილისკენ. სამხრეთიდან შემოუვლის სასაფლაოს ტერიტორიას გზათა ქსელის გაყოლებით სამხრეთიდან შემოსაზრვრავს დგლანის დიდ ტბას და ხიზანიშვილის ქუჩის მიმართულებით გადმოდის ხიზანიშვილის ქუჩაზე, რომელიც ვრცელდება ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩის შეერთებამდე.

გლდანის კენტი მიკრორაიონები:
საზღვარი იწყება ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩების შეერთების ადგილიდან მიემართება ჩრდილო აღმოსავლეთური მიმართულებით ხიზანიშვილის ქუჩის გასწვრივ, შემდეგ საზრვარი გასდევს დიდი ტბისკენ ამავალ გზას, სამხრეთიდან სემოსაზრვრავს დიდ ტბას და ვრცელდება გლდანის ციხეებიდან ჩრდილო – აღმოსავლეთური მიმართულებით, შემოვლით გზასთან დამაკავშირებელ გზის გაყოლებით სწორხაზოვნად უერთდება გლდანი–ნაძალადევის ადმინისტრაციულ საზღვარს. საიდანაც საზღვარი სამხრეთ–აღმოსავლეთური და სამხრეთული მიმარტულებით გაუყვება გლდანი–ნაძალადევის ადმინისტრაციულ საზრვარს ხევძმარისა და სააფთრე ხევის წყალგამყოფამდე. საიდანაც საზღვარი მიუყვება ჩრდილო–დასავლეთური მიმარტულებით წყალგამყოფის თხემს შემდეგ გადადის ხევძმარის კალაპოტში და ვრცელდება მუხიანის დაჩების დამაკავშირებელ გზამდე. შემდეგ მოემართება დასავლეთური მიმართულებით ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩების შეერთებამდე.

ისტორიული წყაროებით გლდანი პირველად მოხსენებულია თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილ ეზოსმოძღვარის თხზულებაში "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი": გლდანი ხშირად იხსენიება XVI-XVIII საუკუნეების საბუთებში. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი რამდენჯერმე მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს, ოღონდ "გრდანის" სახელწოდებით. მის მიერ შედგენილ რუკაზე ორი გრდანი არის აღნიშნული, კიდევ ერთი დუმაგრდანი. ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა - გლდანი. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ აღნიშნული დუმაგრდანი XIX საუკუნეში გამქრალა.
ხალხში შემორჩენილია თქმულება, რომ ვითომ ვახტანგ VI-ის ლაშქარს გლდანთან დაემარცხებინოს ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე "წვეტიან ქვასთამ" მოეკლათ ლეკების სარდალი გალდანი , რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი დაარქვეს, რომელიც შემდეგ გლდანით შეიცვალაო.
მეცნიერთა აზრით, სახელწოდების თაბვდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო "გარდანი". "გარდა" ნიშნავს გარდამავალს, რადგან გლდანის ტერიტორია მთასა და ბარს შორის ზოლში მდებარეობს. დროთა განმავლობაში სიტყვა "გარდანი”-დან ამოვარდა "ა" ხმოვანი, შემდეგ "რ" შეიცვალა "ლ" ასოთი და დარჩა "გლდანი".რაც შეეხება "დუმაგრდანს" ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დუმა - ნიშნავს ჩუმ, წყნარ დასახლებულ ადგილს. რაც შეიძლება გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ დასახლებასაც კი ერქვა.

გლდანის ტარიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. მისმა ტერიტორიამ მთელი ამ ხნის მანძილზე ისეთივე ბედი გაიზიარა, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებმა და დასახლებულმა პუნქტებმა.გლდანის ტერიტორიაზე მიკვლეულია არქეოლოგიური ძეგლები, რომელთაგან მნიშვნელოვანის გლდანის დიდი ტბის ჩრდილოეთით, ნორიოსაკენ მიმავალ გზის მარცხენა მხარეს, ბრინჯაოს ხანის ყორღანი. იქ მოპოვებული მასალა საშუალებას იძლევა გარკვეულ იქნას უძველესი მოსახელობის ანთროპოლოგიური ისტორია. გარდა ამისა, მიკვლეულია ფეოდალური ხანის არაერთისამაროვანი. მათ შორის, ადგილ კალოებში, სოფ. გლდანის განაპირას, მოქმედი სასაფლასო გვერდით. სამარხები წარმოედგენს ქვის ბრტყელი ფილებით ნაგებ ქვაყუთებს, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ არის მიმართული. სამაროვანი იქნა ნაპოვნი აგრეთვე გლდანისხევის მარცხენა მხარეს, სადაც ნაპოვნია ქვის დიდი ფილებით ნაგები სამაროვნები.
გლდანის მიდამოებში მრავალი ნამოსახლარი და ნასოფლარია შემორჩენილი. ნამოსახლარია თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მარცხენა ნაპირას, სოფლის განაპირას. აქ ნაპოვნია ნახშირიან-ნაცროვანი ფენა, წყალსადენის თიხის მილები და სხვა. ნამოსახლარია აგრეთვე ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, სადაც ახლა კერძო პირთა საცხოვრებელი სახლები მდებარეობს. განმხოლოებულ გორაზე მიკვლეულია შავად, ლეგად და ნაცრისფრან გამომწვარი, სხვადასხვა ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები; შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტებიც. იგი მიეკუთვნება ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანას. ხევძმარის ნაპირას, გორაზე, ადგილ დიდვაკეში ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარი.
გლდანისხევის მარჯვენა მხარეზე, ადგილ საყდრისფერში, მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის და ასევე ფეოდალური პერიოდის ნამოსახლარი. იგი შედგება ნამოსახლარებისა და სამაროვანისაგან.
ადრინდელი ფეოდალური ხანით თარიღდება ნამოსახლარი კლდისთავი, რომელიც სოფლის ჩრდილოეთით 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია. არც ისე დიდი ხნის წინათ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა მშრალხევი, ლელუბანი. თუმცა, ეს იკანასკლნელი სამი ადმინისტრაციულტერიტორიულ დაყოფაში მოქმედ დასახლებულ პუნქტებადაა შეტანილი. გაცილებით ძველი ნასოფლარებია: დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედა ვაკე, ნატუსები, საყინულე, ხოდაბუნები და სხვა.
626-627 წლებში ბიზანტიის კეისარმა თბილისში ილაშქრა. ცხადია, ვერც თბილისის გარეუბნები გადაურჩა ამ ტრაგედიას. ქართველებმა ძალა მოიკრიბეს, მტერი განდევნეს, მაგრამ 654 წელს არაბებმა დაიპყრეს საქართველო და აქ დიდხანს ბატონობდნენ. მემატიანე მოგვითხრობს: არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ "მოსრნა ყოველი ნაშენი ქვეყანასა ზედა". ამ ველურის რისხვას ვერ გადაურჩა გლდანის სანახებიც. კიდევ უფრო მკაცრი იყო ბუღა თურქის 853 წლის ლაშქრობა, რომელმაც ცეცხლს მისცა თბილის.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, გრიგოლ კახთა მთავრის (787- 827) განდგომის შემდეგ, გრდანი, ლილო, მარტყოფი გარდაბანში გაერთიანდა.გარდაბანი კი X საუკუნის შუა წლებამდე კახეთის სამთავროს შემადგენლობაში ითვლებოდა.
კახეთის მთავარი ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. ვარაუდობენ, რომ IX საუკუნის დასაწყისში სამთავროში გადატრიალება მოხდა და ტახტას გარდაბნელთა დინასტიის წარმომადგენლები დაეუფლნენ. XI საუკუნის დასაწყისში ქორეპისკოპოსებმა მოახერხეს ჰერეთის სამეფოს შემოერთება. კახეთის ქორიკოზის კვირიკე III დიდის მოღვაწეობის (1010-1029) დასაწყისში, საქართველოს მეფე ბაგრატ მესამემ (985-1014) კახეთ-ჰერეთი საქართველოს შეუერთა. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს მხარე კვლავ ჩამოცილდა საქართველოს. კვირიკემ კვლავ აღადგინა ძალაუფლება კახეთსა და ჰერეთში., გააერთიანა იგი და კახთა მეფედ იწოდა. ამის შემდეგ, მთელი საუკუნე კახეთ- ჰერეთი საქართველოს პარგლებს გარეთაა, ვიდრე დავით აღმაშენებელმა კვლავ არ შემოიერთა 1004 წელს. ამდენად, გლდანის რეგიონი ხან კახეთის, ხან ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია.
1122 წელს თბილისი ბრძოლით აიღო დავით აღმაშენებელმა. კახეთის შემოერთების შემდეგ გლდანის სამეფოს სახლის განკარგულებაში გადავიდა, რომლის ყმა-მამულის ნაწილი სვეტიცხოველს შესწირა. მემატიანე გლდანის შესახებ მოგვითხრობს თამარის მეფედ კურთხევის დროს. მეფის კურთხევა, რომლის პილოტიკური მნიშვნელობაც ყველა ქვეყანაში მეტად დიდი იყო, თბილისში ხდებოდა თავისი რთული ეთიკეტითა და საზომი იერით. იგი მიზნად ისახავდა მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სამეფო ხელისუფლების უზენაესობის იდეის დაკარგვას. 1184 წელს თამარის მეფედ კურთხევაც თბილისში დიდი ზეიმით მოეწყო: "აღევსნეს ყოველნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა, ცხენსა, ჯორსა და აქლემსა... ნამდვლევე ერმიონთასა უსახელოვნესთა მათ კაცთა ზაქარია და ივანე, იაღეს ფანჯიაკი (ერთი მეხუთედი-კ.ხ.) სამეფოდ და განწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდი აქლემი ყუელა ტვრთითა, ცხენი ყველა შეკაზმული. ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თვს-თვსითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა, შემდგომი-შემდგომად. გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ფევამდე გ ლ დ ა ნ ი ს ა ტუე ყოველი. განიყვანეს თამარ, და შესწირეს და ათაყუანეს ყოველნი იგი თავინი სპარსეთისანი. მერმე თვთცა თაყვანი სცეს და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმთისა-ნიერი"
თამარის გარდაცვალების შემდეგ თბილისი მტრისაგან არაერთი აოხრების ასპარეზი იყო. ხვარაზმის ჯალელედინს მონღოლები ცვლიდნენ, შემდეგ კაცთმოძულე თემურლენგის ლაშქრები და ა.შ. ინგრეოდა ქალაქები და სოფლები, ნადგურდებოდა ბაღ-ვენახები და, რაც მთავარია, იღუპებოდა მისი შექმნილი ადამიანი. გაჩნდა ნაქალაქარი, ნასოფლარი, ნავენახარი, ნაფუძარი პარტახი და სხვ. ამ პერიოდში გლდანის მიმდებარე ბევრი დასახლებაც ნასოფლარად იქცა.
XV საუკუნის შემდეგ, საქართველოს სამეფო - სამთავროებად დაშლის შემდეგ, გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და ყმამამულების დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულეს ჯანდიერისშვილებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი კვლავ სვეტიცხოვლის მონასტერს. 1679 წელს ალექსანდრე II კახთა მეფემ სვეტიცხოველს გაუხლა გლდანში ღაჭიძეების შეწირებულობა.
XVI - XVIII საუკუნეების არაერთ წყაროშია მოხსენიებული გლდანი. ამ მხრივ აღსანიშნავია ვახუშტი ბაგრატიონის შრომები. მის მიერ დახასიათებულია რეგიონის საზღვრები:"განჰყოპს გრდანს: აღმოსავლით ერწოს მთა; სამხრით ხევძმარი, ლილო, მარტყოფი; ჩრდილოთ მთა იალონი; დასავლით მტკუარი და არაგვ" (ქართლის ცხოვრება IV,1973, გვ.537)საგურამოსთან ერთად გლდანი ერთ - ერთი ადმინისტაციული რაიონი იყო კახეთის სამეფოში. მასში ექვსი დასახლებული პუნქტი შედიოდა. ახლა ამ ტერიტორიის საკმაო ნაწილი ქალაქ თბილისის შემადგენოლაშია.
მრავალი მასალაა გლდანის შესახებ გასული საუკუნის პერიოდულ პრესაშიც: "დროება", "ივერია".
გასულ საუკუნესა და მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე გლდანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს საკმაოდ დიდი ფართობი ეკავა. დღევანდელი გლდანის დასახლების მეხუთე მერვე მიკრო რაიონების, რომელსაც "საბატონო მინდვრები" რქმევია გავრცელებული იყო მარცვლეული კულტურის ყანები.
ამჟამად გლდანის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, როგორც ყოველთვის, დასუფთავება წარმოადგენს. ეს ბოლო ხანებია, რაც დაიხურა გლდანის ნაგავსაყრელი, რომელიც საშინელ ეკოლოგიურ გარემოს ქმნიდა გლდანში. თუმცა პრობლემა ისევ აქტუალურია. დანაგვიანებულია სკოლებისა და ბაგების ახლომახლო ტერიტორიებიც, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვებს. თუმცა ბოლო წლებში მდგომარეობა მაინც გამოსწორებულია.
მე-19 საუკუნის ბოლოს გლდანში 150 კომლი ცხოვრობდა, 1926 წლის მოსახლეობის აღწერით 288 კომლი ითვლებოდა. გლდანში გასული საუკინის ბოლოს დაწყებულმა ინტენსიურმა განაშენიანებამ გამოიწვია მისი მოსახლეობის მკვეთრი ზრდა. 2002 წლის ოფიციალური მონაცემებით გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა შეადგენს 320,4 ათას კაცს. სტატისტიკის დეპარტამენტში არსებული მონაცემებით:
- დაბადებულთა რიცხობრიობა : 2004 წელს შეადგენდა 3201 , 2005 წელს - 3039 , 2006 წელს -3360 .
- გარდაცვლილთა რიცხობრიობა : 2004 წელს შეადგენდა 3272 , 2005 წელს - 2690 . 2006 წელს -3043 .
- ბუნებრივი მატება : 2004 წელს შეადგენდა -71 , 2005 წელს +349 , 2006 წელს +317 .
- ქორწინებათა რიცხვი : 2004 წელს შეადგენდა 980 , 2005 წელს - 1038 , 2006 წელს - 1507 .
- განქორწინებათა რიცხვი : 2004 წელს შეადგენდა 177 , 2005 წელს - 212 , 2006 წელს - 221 .